სირიის აღმოსავლეთ ღუტაში მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონა დაიბომბა
სირიის აღმოსავლეთ ღუტაში მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონა დაიბომბა

სირიის აღმოსავლეთ ღუტაში მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონა დაიბომბა, რომლებიც ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ. მეომარ მხარეებს შორის შერიგების რუსული ცენტრის ინფორმაციით, დაბომბვის სამიზნე 300 ოჯახი გახდა.

გავრცელებული ცნობით, ასადის მოწინააღმდეგე ძალებმა დაბომბეს კიდევ ერთი ტერიტორია, სადაც დევნილებს ნათესავები და ჟურნალისტები ელოდებოდნენ. დაბომბვის შედეგად სამი ავტომობილი დაიწვა, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.