სირიის აფრინის რაიონი ბოლო 24 საათის განმავლობაში 700-მა ადამიანმა დატოვა
სირიის აფრინის რაიონი ბოლო 24 საათის განმავლობაში 700-მა ადამიანმა დატოვა

სირიის აფრინის რაიონი ბოლო 24 საათის განმავლობაში 700-მა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიაში დაპირისპირებული მხარეების შერიგების ცენტრი ავრცელებს.

„ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის, ირანისა და თურქეთის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მიერ პროვინცია იდლიბში, ალეპოში, ლატაკიასა და აღმოსავლეთ ღუტაში დაფიქსირდა რეჟიმის დარღვევის ფაქტები. დადგინდა აფრინის რაიონიდან გაქცევის ფაქტებიც. მათი ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების არეალი აფრინში 700-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

თურქეთის გენშტაბმა 20 იანვარს ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც სირიის ქალაქ აფრინში ქურთების ფორმირებების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

თურქებთან ერთად, ოპერაციაში სირიის თავისუფლების არმიის მებრძოლებიც მონაწილეობენ.
დამასკომ მკაცრად დაგმო თურქეთის მიერ აფრინზე მიტანილი იერიში.