სირიიდან საპასუხო სარაკეტო დაბომბვის შედეგად თურქეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა
სირიიდან საპასუხო სარაკეტო დაბომბვის შედეგად თურქეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან თურქეთის მიმართულებით საპასუხო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 70 კი, დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სირიიდან სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღპულები და დაშავებულები არიან თურქეთის სასაზღვრო ქალაქ აკჩაკალესა და მარდინის პროვინციაში.

თურქეთმა სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონებში გუშინ დაიწყო.  თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ოპერაციის მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.