სირიელმა მეამბოხეებმა აღმოსავლეთ ღუტას ანკლავიდან 24 ტყვე გაათავისუფლეს
სირიელმა მეამბოხეებმა აღმოსავლეთ ღუტას ანკლავიდან 24 ტყვე გაათავისუფლეს

სირიელმა მეამბოხეებმა მათ მიერ დაკავებული აღმოსავლეთ ღუტას ანკლავიდან 24 ტყვე გაათავისუფლეს, მათ შორის ქალები და ბავშვები. გარიგებას ამბოხებულებთან სირიის არაბული „წითელი ნახევარმთვარის“ წარმომადგენლებმა მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაცია სირიულ მედიაში ვრცელდება.

როგორც სახელმწიფო სააგენტო „სანა“ წერს, ტყვეები დამასკოს აღმოსავლეთ ნაწილში რვა თვიდან სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

აღმოსავლეთ ღუტა ბოლო მსხვილი პოზიციაა, რომელსაც დედაქალაქის სიახლოვეს მეამბოხეები აკონტროლებენ.

დეკემბრის ბოლოს დამასკოსა და მეამბოხეებს შორის კიდევ ერთი გარიგება შედგა, რომლის თანახმადაც რეგიონიდან კრიტიკული პაციენტების ევაკუაცია მოხდა.