სირიელი ქურთების სამხედრო კოალიციაში აცხადებენ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო უკვე ცდილობს სირიაში არსებული არეულობის გამოყენებას
ე.წ. ისლამური სახელმწიფო უკვე ცდილობს სირიაში არსებული არეულობის გამოყენებას, – ამის შესახებ სირიელი ქურთების სამხედრო კოალიციის, „სირიის დემოკრატიული ძალების“ ხელმძღვანელმა, გენერალმა აბდი მაზლუმმა განაცხადა.
ქურთი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ე.წ. ისლამური სახელმწიფო ახლა უფრო ძლიერია სირიის უდაბნოში.
„ისინი იმყოფებოდნენ შორეულ რაიონებში და იმალებოდნენ, მაგრამ ახლა მათ აქვთ გადაადგილების მეტი თავისუფლება, რადგან სხვა ჯგუფებთან პრობლემები არ ექმნებათ და არ არიან მათთან კონფლიქტში. ჩვენს კონტროლის ქვეშ მყოფ რაიონებში გაიზარდა მათი აქტივობა. სულ რამდენიმე დღის წინ შიდა უსაფრთხოების ძალების სამი წევრი დაიღუპა ალ-ჰასაქასთან „ისლამური სახელმწიფოს“ ოპერაციაში“, – განაცხადა აბდი მაზლუმმა.