სირიელი ქურთების ინფორმაციით, ოფიციალურ დამასკოსთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომ სირიის მთავრობამ თურქეთის საზღვართან ჯარი გაგზავნოს
სირიელი ქურთების ინფორმაციით, ოფიციალურ დამასკოსთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომ სირიის მთავრობამ თურქეთის საზღვართან ჯარი გაგზავნოს

სირიელი ქურთების ინფორმაციით, მათ ოფიციალურ დამასკოსთან შეთანხმებას მიაღწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სირიის მთავრობამ თურქეთის საზღვართან ჯარი უნდა გაგზავნოს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამ შეთანხმების ფარგლებში, სირიის არმიას საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს ქალაქ აფრინზე თავდასხმაში, რომელსაც პროთურქული ძალები მარტის შემდეგ აკონტროლებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიის მთავრობასა და ქურთებს შორის მედიატორი რუსეთი იყო. მოლაპარაკება კი სირიაში რუსეთის ავიაბაზაზე გაიმართა.

მანამდე სირიის სახელმწიფო არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნაწილი სირიის ჩრდილოეთით მიემართება, რათა თურქებს წინააღმდეგობა გაუწიოს.