სირიელი ამბოხებულები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდნენ
სირიელი ამბოხებულები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდნენ

სირიელი ამბოხებულები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდნენ. ასადის არმიისა და რუსეთის მოთხოვნების უგულებელყოფის შემდეგ მთელი დღის განმავლობაში სირიის სამხრეთი ინტენსიური საარტილერიო და საჰაერო თავდასხმების ობიექტი გახდა, რის შემდეგაც, ქვეყნის შეიარაღებულმა ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების შესახებ თანხმობა განაცხადეს.

ბაშარ ასადის არმიის მიერ წარმოებულ ორკვირიან სამხედრო კამპანიას 150 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად მშობლიური სახლის დატოვება 320 ათას ადამიანს მოუხდა. ისინი ახლა იორდანიის და ისრაელის საზღვრებთან იმყოფებიან.