სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მებრძოლი პანკისელი დაიღუპა
სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მებრძოლი პანკისელი დაიღუპა

სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მებრძოლი კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა. პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში გუმაშვილების ოჯახს ადამ გუმაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს შეატყობინეს. ფაქტს ადასტურებს ადამ გუმაშვილის ოჯახის წევრი.

გავრცელებული ინფორმაციით, ადამი სირიაში ხუთი წლის წინ წავიდა და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გავლენიანი პირი იყო. ის დაახლოვებული იყო ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერთან, თარხან ბათირაშვილთან, რომელიც ასევე წარმოშობით პანკისის ხეობიდან იყო.

44 წლის ადამ გუმაშვილი ხეობაში ცნობილი მწერლის, მთარგმნელისა და უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავ-რის სულეიმან გუმაშვილის ვაჟია. მისი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ზუსტად ერთი წლის წინ თბილისში, გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, სირიაში ბოლო წლების განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 31 პანკისელი დაიღუპა.