სირიაში ტერაქტის შედეგად აშშ-ის არმიის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა
სირიაში ტერაქტის შედეგად აშშ-ის არმიის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა

სირიის ქალაქ მანბიჯში ტერაქტის შედეგად აშშ-ის არმიის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა. Reuters-ის ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ რესტორანთან აფეთქება აშშ-ის სამხედრო პატრულისა და ადგილობრივი სამხედრო საბჭოს წევრების შეხვედრის დროს მოხდა. ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული სააგენტო Amaq-ის ცნობით, დაჯგუფების ერთ-ერთ მებრძოლს ასაფეთქებელი მოწყობილობა ჟილეტში ჰქონდა დამალული.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრი წერს, რომ ტერაქტის შედეგად საერთო ჯამში 16 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაიჭრა. გარდაცვლილებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.