„ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებულ ბოლო სოფელზე იერიშის დროს, 38 ჯიჰადისტი მოკლეს.
სირიის აღმოსავლეთით, ერაყის საზღვართან მდებარე სოფელ ბაღუზს აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ავიაცია და „სირიის დემოკრატიული ძალები“ მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ.
სამხედრო ოპერაციის შედეგად, ქურთებითა და არაბებით დაკომპლექტებული „სირიის დემოკრატიული ძალების“ ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა, ათი კი, დაშავდა. კოალიციური ძალების ინფორმაციით, რადიკალი ისლამისტების ალყაში მოსაქცევად, მდინარე ევფრატის მეორე მხარეს სირიის სამთავრობო ძალები არიან განთავსებული. საზღვართან კი, ერაყელი მებრძოლები დგანან.