სირიაში, სამხედრო აკადემიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში, სამხედრო აკადემიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში, ქალაქ ჰომსში, სამხედრო აკადემიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც.

ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გამოსაშვები ცერემონია იყო, რომელსაც სამხედრო კურსანტების ოჯახებიც ესწრებოდნენ.

არმია თავდასხმაში ადანაშაულებს „ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებსაც მხარს უჭერენ ცნობილი საერთაშორისო ძალები“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ჰომსის ჩრდილო-დასავლეთით, ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან განხორციელდა.