სირიაში საავადმყოფოზე საჰაერო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა

07:20, 03.05.2018

სირიაში საავადმყოფოზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ინციდენტი ქალაქ კაფრ ზიტაში მოხდა. ინფორმაციას სააგენტო ანადოლუ ავრცელებს.

როგორც გამოცემას გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფარჰან ჰაკმა განუცხადა, დაშავებულია ხუთი ადამიანი. ჰამას ჩრდილოეთ ნაწილი კი მოქმედი საავადმყოფოს გარეშე დარჩა.

„ჩვენ ჰუმანიტარული მისიის საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა დაგვიდასტურა, რომ საავადმყოფოზე ავიაიერიში მიიტანეს“, – აცხადებს ფარჰან ჰაკი.

ადგილობრივი ინფორმაციით, დაღუპულია საავადმყოფოს ერთი თანამშრომელი. მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. უცნობია ისიც, თუ რომელი ქვეყანა დგას ამ იერიშის უკან.

მსგავსი