სირიაში რუსული ვერტმფრენი Ка-52 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავიაკატასტროფის შედეგად, ორივე მფრინავი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის უწყების მონაცემებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა გამხდარიყო.
3 მაისს სირიაში რუსული გამანადგურებელი სუ-30 ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა, რომელსაც ორი მფრინავი ემსხვერპლა, ხმეიმის ავიაბაზასთან მოხდა. რუსეთის თავდაცვის უწყებამ კატასტროფის სავარაუდო მიზეზად ძრავაში ფრინველის მოხვედრა დაასახელა.