სირიაში რუსეთის სამხედრო ავიაციის დაბომბვას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში რუსეთის სამხედრო ავიაციის დაბომბვას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ალეპოს პროვინციაში რუსეთის სამხედრო ავიაციის დაბომბვას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, სოფელ აბიანში განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორის ექვსი ბავშვია. მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე ნანგრევებში რჩება, ასევე მძიმეა რამდენიმე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რუსული სამხედრო ავიაციის დახმარებით, სირიის სამთავრობო არმია ალეპოს პროვინციაში სტრატეგიული მაგისტრალის დაკავებას ცდილობს. რუსეთ-სირიის ოპერაცია გრძელდება იდლიბის პროვინციაშიც.

ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა სირიელი დევნილია, რომლებმაც დაბომბვის გამო საცხოვრებელი დატოვეს. ამბოხებულების და რადიკალური ჯგუფების მიერ კონტროლირებული იდლიბის პროვინციის და ალეოპოს პროვინციის ნაწილის აღებას, სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი გასული წლის აპრილიდან ცდილობს.