სირიაში რუსეთის საელჩო დაბომბეს
სირიაში რუსეთის საელჩო დაბომბეს

სირიის დედაქალაქ დამასკოში რუსეთის საელჩო დაბომბეს. რუსული მედიის ინფორმაციით, 122 მილიმეტრიანი ნაღმი საელჩოს ღობეს საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მოხვდა.

აფეთქების შედეგად, დაზიანდა კედლები, ელექტროგადამცემი ხაზები და წყალმომარაგების სისტემა.

ინციდენტის შედეგად, საელჩოს არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

2015 წელს სირიის ომში ჩართვის შემდეგ, რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა არაერთხელ დაიბომბა.