სირიაში ისრაელის ავიაციის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი დაშავდა
სირიაში ისრაელის ავიაციის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი დაშავდა

სირიაში ისრაელის ავიაციის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა.

სირიული გამოცემა SANA-ს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა საჰაერო შეტევა სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ლატაკიასა და ჰამას პროვინციებში განახორციელეს.

სირიის სამთავრობო არმიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რაკეტის განეიტრალება შეძლო. სირიული მედია წერს, რომ ისრაელის სამხედრო ავიაციის თვითმფრინავები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის შემდეგ სირიაში 200-ზე მეტი იერიში განხორციელდა.