სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელსაც 100 ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებენ
სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელსაც 100 ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებენ

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელსაც 100 ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ბელგიური მედია იუწყება.

35 წლის ბელგიელი ანუარ ჰადუში „ჯალათის“ სახელით არის ცნობილი. 2009 წლიდან მეუღლესთან ერთად ის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. 2014 წელს კი წყვილი ახლო აღმოსავლეთში წავიდა და ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

სირიაში ცხოვრების დროს გაყალბებული საბუთების საშუალებით ბირმინგემში ცხოვრებისთვის იღებდა ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას. არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნული თანხით 2015 და 2016 წლებში, პარიზსა და ბრიუსელში მომხდარი ტერაქტი დაფინანსდა.

ამჟამად ჯალათის სახელით ცნობილი ტერორისტი „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლებს ჰყავთ დაკავებული.