სირიაში ირანის სამხედრო ძალებმა მძიმე შეიარაღება ისრაელის საზღვრიდან 85 კმ-ში გადაიტანა
სირიაში ირანის სამხედრო ძალებმა მძიმე შეიარაღება ისრაელის საზღვრიდან 85 კმ-ში გადაიტანა

სირიაში ირანულმა სამხედრო ძალებმა, მძიმე შეიარაღება ისრაელის მიერ ოკუპირებული გოლანის სიმაღლეებიდან 85 კილომეტრში გადაიტანა.

სირიის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლავრენტიევმა განაცხადა, რომ გოლანის სიმაღლეებთან არც შიიტური ფორმირებები იმყოფებიან. რუსეთში აცხადებენ, რომ ისრაელის საზღვართან ახლოს, სირიის არმიასთან ერთად მხოლოდ ირანის სამხედრო მრჩევლები იქნებიან.

ისრაელის ხელისუფლება ირანის სამხედროებს და ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ქვეყნის პირდაპირ საფრთხედ განიხილავს. რუსეთის, ირანისა და „ჰეზბოლასგანმხარდაჭერილმა ბაშარ ასადმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიებზე კონტროლი დაამყარა. ისრაელის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ საზღვრებთან ირანული სამხედრო კომპონენტის გაძლიერებას არ დაუშვებენ.