სირიაში, იდლიბის პროვინციაში თავდასხმის დროს ხუთი თურქი სამხედრო დაიღუპა
სირიაში, იდლიბის პროვინციაში თავდასხმის დროს ხუთი თურქი სამხედრო დაიღუპა

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში ხუთი თურქი სამხედრო დაიღუპა.

როგორც თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, სირიის სამთავრობო ძალები თაფთანაზის რაიონში თურქეთის სამხედრო პოსტს თავს დაესხნენ.

შეგახსენებთ, სირიის სახელისუფლებო ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ გასულ კვირას ანკარამ სირიის ჩრდილო-აღსამოვლეთით დამატებითი სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები გაგზავნა.