სირიაში დრუზების გვარდიასა და სამთავრობო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, არიან დაშავებულები
სირიაში დრუზების გვარდიასა და სამთავრობო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, არიან დაშავებულები

სირიაში დრუზების გვარდიასა და სამთავრობო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები.

გავრცელებული ცნობით, სუვეიდის რეგიონში დრუზების ეროვნულ გვარდიას და სირიის უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირების დროს მძიმე შეიარაღება და უპილოტო აპარატები გამოიყენეს.

დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

დრუზების გვარდიის განცხადებით, ქალაქი ალ-მაჯდალი მასშტაბური თავდასხმის სამიზნე გახდა.

ცეცხლის შეწყვეტის დარღევაში სირიის სამთავრობო ძალები დრუზებს ადანაშაულებენ.

სირიის უსაფრთხოების ძალების ცნობით, დრუზების გვარდია თავს დაესხა ქალაქებს ვოლგას, ტალ ალ-აქრას, ტალ ჰადიდსა და ალ-მაზრას.