სირიაში ჩამოგდებული „სუ 25“-ის პილოტს რუსეთის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს
სირიაში ჩამოგდებული „სუ 25“-ის პილოტს რუსეთის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იმ მფრინავის ვინაობა დაასახელა, რომლის სამხედრო თვითმფრინავი იდლიბის პროვინციაში მეამბოხეებმა ჩამოაგდეს. მფრინავ რომან ფილიპოვს რუსეთის ფედერაციის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მფრინავმა კატაპულტირება შეძლო, ამის შესახებ ინფორმაცია გადასცა და შემდეგ ხმელეთზე აგრძელებდა ბრძოლას სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ. მას შემდეგ კი, როცა ისინი მიუახლოვდნენ, პილოტმა თავი აიფეთქა.

სარაკეტო იერიში „ჯებჰატ ან-ნუსრას“ პოზიციაზე 3 თებერვალს, მას შემდეგ განხორციელდა, რაც ტერიტორიიდან რუსული სამხედრო თვითმფრინავის, „სუ 25“-ის მიმართულებით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის საშუალებით ცეცხლი გახსნეს.