სირიაში ავიაიერიშს ათი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

16:01, 09.06.2018

სირიაში, იდლიბის პროვინციის სოფელ ზარდანაში, ავიაიერიშს 10 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო დღეებში რუსეთისა და სირიის ავიაციის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა.

ინფორმაციას სირიაში მოქმედ ჰუმანიტარულ მისია „თეთრ ჩაფხუტებზე“ დაყრდნობით დასავლური პრესა ავრცელებს.

ავიაიერიშის შედეგად 80-მდე ადამიანი დაშავდა.

მსგავსი