სირიაში, აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ავიაიერიშების შედეგად, 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
სირიაში, აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ავიაიერიშების შედეგად, 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სირიის დეირ ელ-ზორის პროვინციაში აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ავიაიერიშების შედეგად, 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას სირიის სამთავრობო სააგენტო „სანა“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, საჰაერო იერიშები ერაყის საზღვრის მახლობლად, სოფელ ალ-ბაღუზში განხორციელდა. სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

სირიის სამთავრობო სააგენტო წერს, რომ ქალაქ დეირ ელ-ზორის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავებმა ტერიტორია ორჯერ დაბომბეს. ავიაიერიშების გამო, სახლები და ინფრასტრუქტურა განადგურდა.