სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში ბოლო 48 საათში სულ მცირე 30 ადამიანია მოკლული
სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში ბოლო 48 საათში სულ მცირე 30 ადამიანია მოკლული

სამხედრო ოპერაციების შედეგად, ბოლო 48 საათის განმავლობაში სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში სულ მცირე 30 ადამიანია მოკლული. როგორც გაერო-ს პრესსპიკერი აცხადებს, გარდაცვლილებს შორის არიან ქალები და ბავშვები.

ცეცხლი არ წყდება დამასკოს მიმართულებითაც მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.

„გაერო მზად არის, მოახდინოს მობილიზაცია და დაუყოვნებლივ შეიტანოს სიცოცხლისთვის აუცილებელი დახმარება აღმოსავლეთ ღუტას სხვადასხვა ტერიტორიაზე, როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს. მზად ვართ ასობით ადამიანის სამედიცინო ევაკუაციისთვისაც“, – აცხადებს დამასკოს ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს პრესსპიკერი ლინდა ტომი.