სირიამ ისრაელის მიმართულებით მიწა-მიწა ტიპის რაკეტა გაუშვა
სირიამ ისრაელის მიმართულებით მიწა-მიწა ტიპის რაკეტა გაუშვა

სირიამ ისრაელის მიმართულებით მიწა-მიწა ტიპის რაკეტა გაუშვა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, რაკეტის განეიტრალება საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ ისრაელის საჰაერო სივრცეში შესვლამდე შეძლო.

სირიიდან რაკეტა მას შემდეგ გაუშვეს, რაც ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის დედაქალაქში რამდენიმე ობიექტზე მიიტანა იერიში. ისრაელის ოთხმა F-16-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ოპერაცია დღეს განახორციელა, რაც იშვიათი შემთხვევაა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სირიაში ირანული სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მოქმედება თელ ავივის მუდმივი პოლიტიკაა. დამასკოში ამბობენ, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა „ბუკმა“ და „პანცირმა“ შვიდი რაკეტა გაანეიტრალეს.