საპროტესტო აქციების ახალი ტალღა საფრანგეთში – „მოამბე“ პარიზიდან
საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციების მორიგი დღე პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით, ხელისუფლების მონაცემებით, ქუჩაში 320 ათასი დემონსტრანტი გამოვიდა, ორგანიზატორების ინფორმაციით კი – ნახევარი მილიონი. დაკავებულია 560-ზე მეტი ადამიანი. პარიზში განსაკუთრებით დაძაბული ვითარება დემონსტრაციის დასრულებისას შეიქმნა. ხელისუფლება უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს ინარჩუნებს, ახალგაზრდული ორგანიზაციები კი ახალ საპროტესტო გამოსვლებს აანონსებენ.
მოვლენათა ეპიცენტრში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი იმყოფება. პარიზში ლევან ახალაია და ვახტანგ ლეკიაშვილი მუშაობენ – პირდაპირი ჩართვა.