სირიამ და რუსეთმა 18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზების მომავალზე შეთანხმებას მიაღწიეს
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სირიამ და რუსეთმა ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ ტარტუსსა და ჰმეიმიმში ბაზების მომავლის გადასაწყვეტად ურთიერთგაგების მემორანდუმს მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ბაზების კონტროლს სირია განახორციელებს და ისინი თანდათანობით ქვეყნის სამოქალაქო ადმინისტრაციაში ინტეგრირდებიან.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორივე მხარის ინტერესების დაცვით შექმნილი ახალი შეთანხმებების შესაბამისად, სამხედრო ობიექტები ერთობლივ სასწავლო და კვალიფიკაციის ცენტრებად გადაკეთდება და ოფიციალური დამასკო მას სრულად სამ თვეში გააკონტროლებს.
ცნობისთვის, რუსეთის საზღვაო ბაზა ტარტუსში და ჰმეიმიმის საჰაერო ბაზა ხმელთაშუა ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო დასაყრდენი იყო.
მას შემდეგ, რაც სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა ქვეყანა დატოვა და სირიის მმართველი აჰმედ ალ-შარაა გახდა, ბაზების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.