„სიონმა“ პლეი-ოფში „გაგრა“ დაამარცხა
„სიონმა“ პლეი-ოფში „გაგრა“ დაამარცხა

ეროვნული ლიგაში გადასასვლელი პირველი პლეი აუტის მატჩი, გორში გაიმართა – „თენგიზ ბურჯანაძეზე“ „გაგრამ“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ანგარიში 64-ე წუთზე გაიხსნა. დავით კირკიტაძის გადაცემით ვილი ისიანმა გაიტანა. ამის შემდეგ შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მომენტებით ვერ ისარგებლეს და „სიონმა“ 1:0 მოიგო. განმეორებითი შეხვედრა 15 დეკემბერს, ბოლნისში გაიმართება.

დღეს პლეი ოფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. 17:00 საათზე, ქუთაისის „რამაზ შენგელიაზე“ „სამტრედია“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს.