„სიონმა“ მზადება ტესტ-მატჩით დაასრულა - გუნდმა მაქაცარია შეინარჩუნა #1TVSPORT
„სიონმა“ მზადება ტესტ-მატჩით დაასრულა - გუნდმა მაქაცარია შეინარჩუნა #1TVSPORT

ბოლნისის „სიონმა“ სეზონის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა თბილისის „ლოკომოტივთან“ გამართა და 1:1 დაასრულა.

მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ ტესტ-შეხვედრაში „ლოკომოტივის“ კარში ერთადერთი გოლი გოჩა ცირდავამ გაიტანა. „სიონი“ სეზონს 9 მარტს ლიგაში დაბრუნებულ ტყიბულის „მეშახტესთან“ მატჩით გახსნის.

გაირკვა, რომ სეზონის განახლებამდე შეთანხმება მიღწეულია და კვლავ „სიონისთვის“ გაიტანს თამაზ მაქაცარია, 29 წლის თავდამსხმელი, რომელმაც პროფესიული კარიერა 13 წლის წინ (2012 წელს) ცხინვალის „სპარტაკის“ შემადგენლობაში დაიწყო.

ამას გარდა, უთამაშია – ბათუმის „დინამოში“, „რუსთავში“, „სამტრედიაში“, გორის „დილაში“, „გაგრაში“ (სადაც ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა), ყაზახურ „კიზილ-ჟარსა“ და „ჟენისში“, ბოლოს კი უცხოეთში ბერძნულ „ნიკი ვოლოსში“ გამოდიოდა.

„სიონი“ მაქაცარიასთვის უცხო კლუბი არაა – 2019 წელს მისი ფორმით თამაშებდა , რომელსაც შარშან ზაფხულში დაუბრუნდა, ახლა კი კონტრაქტი გაახანგრძლივა. თავდამსხმელი „გაგრასთან“ ერთად 2020 წელს საქართველოს თასის მფლობელი გახდა.