„სიონმა“ „დინამო თბილისი 2“ დაამარცხა - ბოლნისელები ახალი სეზონისთვის ემზადებიან #1TVSPORT
„სიონმა“ „დინამო თბილისი 2“ დაამარცხა - ბოლნისელები ახალი სეზონისთვის ემზადებიან #1TVSPORT

მოსამზადებელ ეტაპზე ბოლნისის „სიონმა“, რომელიც დაკომპლექტებას ჯერ კიდევ განაგრძობს, პირველი ამხანაგური მატჩი „დინამო თბილისი 2“-თან გამართა და 3:1 დაამარცხა.

ანგარიში დათა სიჭინავამ გახსნა, მალევე ლატვიური „ლიეპაიადან“ „სიონში“ გადასულმა 18 წლის ანდრია ხორხელმა ბოლნისელთა უპირატესობა გაზარდა, ხოლო მესამე გოლი საბა ზოიძემ დააფიქსირა.

ანდრია ხორხელისა და საბა ზოიძის გარდა „სიონში“ კიდევ რამდენიმე ახალწვულა – გუნდს წყალტუბოს „სამგურალიდან“ თავდამსხმელები, 28 წლის ალექსანდრე ვერულიძე და 19 წლის ლუკა შეროზია შეუერთდნენ.

ბოლნისის „სიონში“ ითამაშებს 35 წლის გამოცდილი მცველი დავით მაისაშვილიც, რომელიც სხვადასხვა დროს „ვიტ ჯორჯიაში“, ლანჩხუთის „გურიაში“, რუსთავის „მეტალურგში“, ცხინვალის „სპარტაკში“, მარტვილის „მერანში“, გორის „დილაში“, საჩხერის „ჩიხურასა“ და წყალტუბოს „სამგურალში“ თამაშობდა, ბოლოს კი დუშეთის „არაგვში“ გამოდიოდა.

ბოლნისურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს გოჩა ცირდავამ, ლევან ისიანმა, ლუკა ავალიანმა, ნოდარ იაშვილმა, გიორგი რეხვიაშვილმა, ნიკოლოზ ნოზაძემ და ივანე ფოცხვერიამ.