სიონის საკათედრო ტაძარში აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

15:18, 13.02.2021

თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

აკადემიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა – ირაკლი კობახიძემ, გია ვოლსკიმ და სოზარ სუბარმა. გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა ასევე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

სიონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

თამაზ გამყრელიძეს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე 91 წლის ასაკში 10 თებერვალს გარდაიცვალა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია დაწესდება.

მსგავსი