„სიონის“ დირექტორი - კილასონიას სრულ ნდობას ვუცხადებთ
„სიონის“ დირექტორი - კილასონიას სრულ ნდობას ვუცხადებთ

ბოლნისის „სიონის“ დირექტორმა ლევან სანიკიძემ აღნიშნა, რომ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ვარლამ კილასონიას სრულ ნდობას უცხადებს, ყოფილ მწვრთნელს, დავით ქოქიაშვილს და მის სამწვრთნელო გუნდს კი წარმატებას უსურვებს.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს დავით ქოქიშვილმა, მანუჩარ მანჯავიძემ და ლაშა ფირცხალაიშვილმა. ახალგაზდა და პერსპექტიულ მწვრთნელებს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. გუნდს, გამოცდილი სპეციალისტი ვარლამ კილასონია, არმაზ ჯელაძესთან ერთად გაწვრთნის. ორივე სპეციალისტი ბოლნისური გუნდისთვის კარგად ნაცნობია, სწორედ ამან განაპირობა არჩევანის გაკეთება. ჩვენ ვარლამს სრულ ნდობას ვუცხადებთ და წარმატებას ვუსურვებთ „სიონთან“ ერთად“ – აღნიშნა სანიკიძემ.

„ვარლამ კილასონია 2015-2016 წლებში წვრთნიდა „სიონს“, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში 5 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-6 პოზიციაზეა. გუნდი ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით შეხვედრას 3 აგვისტოს თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მარტვილის „მერანის“ წიააღმდეგ გამართავს.