სიონინმა კვირკველიაზე ილაპარაკა – საბა შემადგენლობაში მალე დაბრუნდება
საბა კვირკველიას რუსეთის პრემიერ ლიგის მე-3 ტურშიც არ უთამაშია. მისი გუნდი, „ლოკომოტივი“ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მოსკოვის ცსკა-ს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
ახლა 27 წლის მცველი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ არ თამაშობს და ცსკა-სთან მატჩის ბოლომდე „ლოკომოტივის“ სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
საქართველოს ნაკრების მცველის შესახებ გუნდი მთავარ მწვრთნელ იური სიომინს ჰკითხეს.
„რამდენიმე საერთო ჯგუფში უკვე ვარჯიშობს. სულ ცოტაც და იმ კონდიციაში იქნება, ქძირითად შემადგენლობაში რომ ითამაშოს“ – ამბობს იური სიომინი.
კვერკველია მაისში, რუსეთში დასრულებული სეზონის ბოლო შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ არც კლუბში უთამაშია და ივნისში საქართველოს ნაკრებს ევროშესარჩევი ციკლის შეხვედრებშიც ვერ დაეხმარა.