„სიონი“ ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა - ბოლნისელებმა ბირთვი შეინარჩუნეს
„სიონი“ ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა - ბოლნისელებმა ბირთვი შეინარჩუნეს

ბოლნისის „სიონში“ ახალი სეზონიდან ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე აღარ ითამაშებს, სამი მათგანი კი მცველია.

გიორგი დათუნაიშვილს, გურამ მინდორაშვილსა და სანდრო გურეშიძეს ეროვნულ ლიგაში დარჩენილ კლუბთან კონტრაქტი დეკემბერში ამოეწურათ და. მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს.

მათ გარდა, გურამ გიორბელიძე გორის „დილაში“ გადავიდა – 22 წლის მარცხენა მცველმა, საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრმა, გორელებთან ორ წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ბოლნისის „სიონმა“ ძირითადი ბირთვის რვა მოთამაშესთან კონტრაქტები გაახანგრძლივა. 2020 წლამდე კლუბში გივი ხეცურიანი ითამაშებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ორ წლიანი ხელშკრულება გაფორმდა. ხეცურიანი „სიონის“ 19-წლამდელებიდან დაწინაურდა. მან პირველი ოფიციალური მატჩი თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართა და თავისი სადებიუტო გოლიც გაიტანა.

საფეხბურთო კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს მცველმა გულვერდ თომაშვილმა, ნახევარმცველმა ლევან ხმალაძემ და თავდამსხმელებმა, ვილი ისიანმა და ჯაბა უგულავამ. შეთანხმება მიღწეულია თორნიკე ზარქუასთან, ზვიად სიხარულიასთან და ლაშა ლეჟავასთან.