სინქრონული ცურვა | მარია ალავიძემ ტორონტოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

20:46, 20.06.2026

ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა მარია ალავიძემ სინქრონულ ცურვაში მსოფლიოს თასის სუპერფინალი წარმატებით დაასრულა. იგი სამ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა – ბრინჯაოს მედალი მოიგო.

ქართველმა მოცურავემ ტორონტოში, თავისუფალი პროგრამა შესანიშნავად შეასრულა და 267.8437 ქულა დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ მარია ალავიძე აქამდე რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა, ხოლო ამ წარმატების შემდეგ პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.

მსგავსი