„სინოვაკის“ 100 000 დოზა ვაქცინას საქართველო დღეს მიიღებს, 6 მაისს კი ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ 43 ათასზე მეტი დოზა შემოვა
„სინოვაკის“ 100 000 დოზა ვაქცინას საქართველო დღეს მიიღებს, 6 მაისს კი ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ 43 ათასზე მეტი დოზა შემოვა

„სინოვაკის“ ვაქცინების 100 ათას დოზას საქართველო დღეს მიიღებს. ვაქცინებით დატვირთული „ვიზეარის“ თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 20:40 საათზე დაფრინდება.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის აეროპორტის ოპერატორი კომპანიიდან, „ტავ ჯორჯიადან“ აცნობეს.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ 43 ათასზე მეტ დოზას, რომელიც ქვეყანას 30 აპრილს უნდა მიეღო, ის საქართველოში 6 მაისს ჩამოვა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იუნისეფის წარმომადგენლობიდან აცნობეს და განუმარტეს, რომ 6-დღიანი გადავადება ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება. კერძოდ, მათი ცნობით, დამატებითი დრო რეისის განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღებას დასჭირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის მოქალაქეების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 5 მაისიდან, ვაქცინაციის პროცესი კი 10 მაისიდან დაიწყება.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად მოქალაქე უნდა ეწვიოს პლატფორმას booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე – 15 22.

დატოვე კომენტარი