სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისსა და რეგიონებში ქარი 31 მარტს დღის მეორე ნახევარში ჩადგება
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისსა და რეგიონებში ქარი 31 მარტს დღის მეორე ნახევარში ჩადგება

თბილისსა და რეგიონებში ქარი ხვალ, დღის მეორე ნახევარში ჩადგება, – ამის შესახებ პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრ​ში განუცხადეს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ამ დროისთვის, შედარებით ძლიერი ქარი დედაქალაქის გარეუბნებში, კერძოდ, აეროპორტის დასახლებაშია, სადაც ქარის სიჩქარე 21-23 მ/წმ-ია. როგორც ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრ​ში აღნიშნეს, მსგავსი სიმძლავრის ქარი საფრთხეს არ წარმოადგენს.

დედაქალაქის შიდა უბნებში შედარებით სუსტი ქარი ქრის. სინოპტიკოსების ცნობით, მისი სიმძლავრე 17 მ/წმ-ია.

მათივე ინფორმაციით, ქარი მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნდება, დილის საათებში სიმძლავრე შემცირდება და დღის მეორე ნახევარში ჩადგება.

სინოპტიკოსების თქმით, ხვალ თბილისში, შესაძლოა, იყოს მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 12-13 გრადუსს მიაღწევს.

რაც შეეხება რეგიონებს, როგორც ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრ​ში განაცხადეს, შედარებით ძლიერი ქარი შეინიშნებოდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის გორსა და სურამში, სადაც ასევე მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნდება ქარი და ხვალ დღის მეორე ნახევარში ჩადგება. გარდა ამისა, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა.

სინოპტიკოსების ცნობით, არამდგრადი ამინდი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 4 აპრილამდე შენარჩუნდება.