სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში დღეს და ხვალ შედარებით აგრილდება
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში დღეს და ხვალ შედარებით აგრილდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად; შესაძლებელია, აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

დატოვე კომენტარი