სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 16-17 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 18 ივლისს გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივლისს საქართველოში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 ივლისს გამოიდარებს.
„თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო: მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.