სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 22 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გამოიწვიოს აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნა, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.