სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის მეორე ნახევრიდან ნალექის ინტენსივობა დაიკლებს
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის მეორე ნახევრიდან ნალექის ინტენსივობა დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების ინფორმაციით, რაჭაში წყლის დონის მატება უხვმა ნალექმა გამოიწვია, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი გაფრთხულებაც იყო გაცემული.

​როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, დღის მეორე ნახევრიდან როგორც რაჭაში, ისე მთელ საქართველოში ნალექის ინტენსივობა დაიკლებს.

მცირე ნალექს ელოდებიან ხვალ დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნაწილში. რაც შეეხება ტემპერატურას, მეტეოროლოგების ვარაუდით, კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა მაქსიმუმ 35 გრადუსი იქნება.

სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები.