სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დღეს ითოვებს, დასავლეთ საქართველოში კი წვიმაა მოსალოდნელი.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, უამინდობა ხვალ, დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება, ნალექი გაძლიერდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5-ბალიანი შტორმი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 3 ნოემბრიდან შედარებით გამოიდარებს, თუმცა ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -4-5 გრადუსი სიცივე იქნება, დედაქალაქში კი +2 +3 გრადუსი. 5-6 ნოემბრიდან კი, ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს და ჰაერი 20 გრადუსამდე დათბება.