სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს დაბლობში წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი

07:24, 02.11.2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დღეს ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება: წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.

მათივე ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი