სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში უამინდობა ხვალ დილამდე გაგრძელდება
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში უამინდობა ხვალ დილამდე გაგრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უამინდობა ხვალ დილამდე გაგრძელდება.

როგორც ნიორაძემ პირველ არხთან საუბარში აღნიშნა, ხვალ ღამით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვაა მოსალოდნელი, თუმცა მისივე თქმით, 2 თებერვალს დღის საათებში ტემპერატურა მოიმატებს.

„ხვალ დილამდე დასავლეთ საქართველოში ნარჩუნდება უამინდობა. ძირითადად წვიმა მოსალოდნელია გურიაში,  მაღალმთიან აჭარაში კი თოვა და ქარბუქი იქნება.

თანდათან დილისკენ შემსუბუქდება ეს პროცესი, ნალექების ინტესივობა იკლებს. ხვალ უკვე დღისით გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევრიდან როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

საქართველოს ტერიტრიაზე პირველი თებერვლის ღამეს ყინვაა ნავარაუდები. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცემა, აღმოსავლეთ საქართველოში ბარში კი -7 გრადუსია ნავარაუდები.

თუმცა 2 თებერვალს დღის საათებში ტემპერატურა კვალ დაიწყებს მომატებას, 3-4 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +18 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე გათბება. თბილისშიც 3-4 თებერვალს უნალექო ამინდებია ნავარაუდევი“,- განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.