სინოპტიკოსების პროგნოზით, 9-13 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით, 9-13 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-13 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-10 ნოემბერს +13, +18 გრადუსი იქნება, ხოლო 11-13 ნოემბერს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 9-10 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 11-13 ნოემბერს კი, მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 9-10 ნოემბერს +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11-13 ნოემბერს +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.