სინოპტიკოსების პროგნოზით, 8-9 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მინუს ექვს გრადუსამდე დაეცემა
სინოპტიკოსების პროგნოზით, 8-9 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მინუს ექვს გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

7 აპრილს მოსალოდნელია ნალექი ბარში წვიმის, მთაში კი თოვლის სახით, ასევე ნისლი. 8 აპრილს ნალექი შესაძლოა ბარშიც ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 8-9 აპრილს, ღამის საათებში, შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ყინვამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში არსებული ხეხილისა და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.