სინოპტიკოსების პროგნოზით, 8-10 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა

07:30, 08.08.2021

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-10 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი; შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში აგრილდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი