სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისის დილამდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისის დილამდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგგან ძლიერი; შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია სინოპტიკოსების პროგნოზში.