სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 ივნისის დღის ბოლოდან 30 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 ივნისს დღის ბოლოდან 30 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან – ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.