სინოპტიკოსების პროგნოზით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა
სინოპტიკოსების პროგნოზით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით – ძალიან ძლიერი.

სააგენტოს ცნობით, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).